ავტორი:

"სპეცრაზმი იძულებული იყო მოქმედებაზე გადასულიყო, რა დროსაც ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან ერთ-ერთმა ქალმა მცირედი დაზიანება მიიღო" - გეკა გელაძე

"სპეცრაზმი იძულებული იყო მოქმედებაზე გადასულიყო, რა დროსაც ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან ერთ-ერთმა ქალმა მცირედი დაზიანება მიიღო" - გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 68 წლის ქალის დაშავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც გელა გელა გელაძემ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

"არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის სამი ქალია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

"სამი ქალბატონია დაკავებული. ყველა საქართველოს მოქალაქეა,“ - განაცხადა მინისტრმა.

წაიკითხეთ ასევე: