კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი მივიდნენ.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძეც.
ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრებიც.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
წაიკითხეთ ასევე: