აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცავებმა თბილისში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, აჭარაში სპეცოპერაციის ფარგლებში 72 პირი დააკავეს.
ძმები წულუკიძეები ყოფილი მოჭიდავეები არიან და კანონთან პრობლემები აქამდეც ჰქონდათ. ისინი მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს შეიწყალა. მათ 2021 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გამოძიების მტკიცებით, ძმები - წულუკიძეები, სხვა 5 პირთან ერთად, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობდნენ, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.
იხილეთ ასევე: