საბავშვო რომანების ავტორი, კური რიჩინსი, აშშ-ს სასამართლომ ქმრის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების მიხედვით, დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი. პროკურორების მტკიცებით, მოტივი ქმრის ქონების, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის მითვისება და საყვარელთან ერთად გაქცევა იყო.

სასამართლო პროცესი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით. სასჯელის ზომა მოგვიანებით განისაზღვრება.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობა 2022 წლის 4 მარტს მოხდა. მათი ვერსიით, კური რიჩინსმა მეუღლის „Moscow Mule“-ის კოქტეილში ფენტანილის სასიკვდილო დოზა შეურია, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

35 წლის, სამი შვილის დედამ, ქმრის მკვლელობის შემდეგ შვილების მწუხარებაზე საბავშვო წიგნიც კი დაწერა. რიჩინსს, რომელმაც თავი უდანაშაულოდ ცნო, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი საბოლოო განაჩენი 13 მაისს გახდება ცნობილი.