სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჟურნალისტებთან მისმა თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.
"ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა რაც უნდა მოგახსენოთ: ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.
მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია აქ ახლა მის შესახებ რამდენიმე სიტყვით ძალიან რთულია საუბარი. იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ, მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით, ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
რაც უნდა მოგახსენოთ, რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად
ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, დიდია ჩვენი გლოვა, მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს. როდესაც ასეთი დიდი ადამიანები გვტოვებს", - ამბობს შიო მუჯირი.