ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. პსჟ-მ ლონდონის ჩელსი სტუმრადაც დაამარცხა. პარიზელებმა ორი მატჩის ჯაშში 8-2 მოიგეს. მატჩისას "კვარამ" გოლი მეექვსე წუთზე გაიტანა. გატანილი გოლი მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
მოგვიანებით მან მცირე კომენტარი გააკეთა და გოლის გატანის შემდეგ გამოხატული ემოციის გამო ხალხს ბოდიში მოუხადა.
საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.
წაიკითხეთ ასევე: