ავტორი:

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ "ალი ლარიჯანი მოკლულია მის შვილთან ერთად" და შურისძიებით იმუქრება - "მტრის ცა უფრო სანახაობრივი გახდება"

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ "ალი ლარიჯანი მოკლულია მის შვილთან ერთად" და შურისძიებით იმუქრება - "მტრის ცა უფრო სანახაობრივი გახდება"

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ლარიჯანი მოკლეს მის შვილთან, მორტეზასთან, ერთ-ერთ თანაშემწესთან და მცველთან ერთად.

"ირანისა და ისლამური რევოლუციის წინსვლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, მან უპასუხა ღვთის მოწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს.

ირანში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობისთვის შურს იძიებენ.

"ღამით მტრის ცა თქვენთვის უფრო სანახაობრივი გახდება“, - აღნიშნა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაურმა, სარდარ მუსავიმ.

მოგვიანებით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ლარიჯანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ისრაელის წინააღმდეგ ინტენსიური თავდასხმები დაიწყო.

ირანის არმიის მთავარსარდლის, გენერალ-მაიორ ამირ ჰატამის თქმით, ლარიჯანის სიკვდილზე ირანის პასუხი „გადამწყვეტი და სამწუხარო იქნება“.

"ამ დიდებული მოწამის და სხვა მოწამეების სისხლის გამო შურისძიება მოხდება“, - აღნიშნა ჰატამიმ.

ირანის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს და რომ შეიარაღებული ძალების პასუხი „იმაზე უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე მტრის ქმედებები, ან წარმოსახვაა და რომ ეს გზა მის დანებებემადე გაგრძელდება.“

ცნობისთვის, გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა თეირანთან ახლოს ლარიჯანის ლიკვიდაცია განახორციელეს.

წაიკითხეთ ასევე: