ავტორი:

"უმძიმესი დღეა! მადლობა ყველაფრისთვის, უწმინდესო“ - ხვიჩა კვარაცხელია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

"უმძიმესი დღეა! მადლობა ყველაფრისთვის, უწმინდესო“ - ხვიჩა კვარაცხელია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელია ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

"უმძიმესი დღეა! გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა და წინამძღოლი. სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო.,“ - წერს ფეხბურთელი.

  • სინანული ემოციების გამო და ცრემლები ინტერვიუს დროს

შეგახსენებთ, რომ წუხელ სტადიონზე მატჩის მე-6 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, კვარაცხელიამ ემოციები ვერ შეიკავა და მოედანზე მუხლებზე გასრიალებით აღნიშნა წარმატება, რის გამოც მოგვიანებით ხალხს ბოდიში მოუხადა.

"GEO TEAM“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის ფეხბურთელი პატრიარქზე საუბრისას: "არ მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ემოციურად ვიყავი... ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს, ემოცია ვერ გავაკონტროლე. გამახსენდა რაც ხდება და ძალიან ვინერვიულე, უმძიმესი დღეა,“ - განმარტა მან.

საქართველოში ამ დროისთვის გლოვაა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

იხილეთ ასევე: