აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა, თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ის ირანის წინააღმდეგ ომს ასახელებს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპს არ ეთანხმება.
ის არის ამ ადმინისტრაციაში ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა აშშ-ისრაელის ოპერაცია ირანში.
"2025 წლის ივნისამდე თქვენ გესმოდათ, რომ ომები ახლო აღმოსავლეთში ხაფანგი იყო, რომელშიც ამერიკა ჩვენი პატრიოტების ძვირფას სიცოცხლეს კარგავდა, სწირავდა ერის სიმდიდრეს და კეთილდღეობას. როგორც ვეტერანი, რომელმაც 11-ჯერ იბრძოლა და როგორც ქვრივი, რომელმაც დაკარგა ცოლი ისრაელის მიერ წამოწყებულ ომში, მე ვერ დავუჭერ მხარს ახალი თაობის გაგზავნას ომში, რომელიც არანაირ მიზანს არ ემსახურება ამერიკელი ხალხისთვის", - წერს კენტი X-ზე.

After much reflection, I have decided to resign from my position as Director of the National Counterterrorism Center, effective today.

I cannot in good conscience support the ongoing war in Iran. Iran posed no imminent threat to our nation, and it is clear that we started this… pic.twitter.com/prtu86DpEr
— Joe Kent (@joekent16jan19) March 17, 2026

"ეს კამპანია გამოიყენეს იმისთვის, რომ მოგატყუონ და დაგაჯერონ, რომ ირანი შეერთებულ შტატებს გარდაუვალ საფრთხეს უქმნის და რომ თუ ახლავე დარტყმას განახორციელებთ, სწრაფი გამარჯვებისკენ ნათელი გზა არსებობს. ეს იყო ტყუილი და იგივე ტაქტიკა, რომელიც ისრაელმა გამოიყენა, რათა ჩავეთრიეთ ერაყის კატასტროფულ ომში, რომელსაც ჩვენმა ერმა ათასობით საუკეთესო მამაკაცისა და ქალის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს ჯო კენტი.
"მისი განცხადება წავიკითხე. ყოველთვის კარგ ადამიანად მივიჩნევდი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უსაფრთხოების საკითხებში სუსტი იყო - ძალიან სუსტი.
როდესაც მისი განცხადება წავიკითხე, მივხვდი, კარგია, რომ წავიდა, რადგან მან თქვა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ირანი საფრთხე იყო - ყველა ქვეყანამ გაიგო, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ირანი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.