ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას.
"მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო", - წერს ის და ირაკლი ღარიბაშვილის პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ღარიბაშვილის ცოლის ძამამაც.

"კადრი, სადაც პატრიარქი საკუთარ გულზე დაკიდებულ ჯვარს ირაკლის სჩუქნის, პირდაპირ ეთერში ვნახე...
მას შემდეგ ირაკლის ეს ჯვარი არასდროს მოუხსნია. მოიხსნა 12 იანვარს და ეს კადრიც თვალწინ მიდგას.
გვითხრეს, როგორ განიცადა პატრიარქმა ირაკლის ისტორია… წარმომიდგენია, როგორ ნერვიულობს ირაკლი პატრიარქის ჯანმრთელობის გამო", - დაწერა ალექსანდრე თამაზაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა დამძიმდა.