სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რამდენიმე საათში, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. შემდეგი დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ სამებაში გაიმართება, დაკრძალვასთან დაკავშირებული დეტალები კი დღეს, წმინდა სინოდის სხდომაზე შეთანხმდება.

ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, საქართველო ჭირისუფალია! ერმა დაკარგა სულიერი საყრდენი და ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციისა და გავლენის უზარმაზარი ზრდა, არამედ 49 წლის განმავლობაში იდგა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში.


კათოლიკოს-პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი კი 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, თუმცა ეს არ არის ყველაფერი - ილია II აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო ურთიერთობებს, ხვდებოდა სახელმწიფოთა პირველ პირებს...განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
წაიკითხეთ ასევე: