ავტორი:

კიმ ჩენ ინის მორიგი "ტრიუმფი" - მისმა პარტიამ არჩევნებში ხმების 99,9% მიიღო

კიმ ჩენ ინის მორიგი "ტრიუმფი" - მისმა პარტიამ არჩევნებში ხმების 99,9% მიიღო

ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება კვლავ დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მოიპოვა. როგორც ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, მისმა პარტიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა - 99,93% მიიღო.

  • არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, სადაც კონკურენცია ფაქტობრივად, არ არსებობს და ხელისუფლება სრულად მმართველ პარტიას ეკუთვნის. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შედეგები ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებული არჩევნებისთვის დამახასიათებელია და რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე მიუთითებს.

როგორც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, მისი მიზანია ქვეყანა "ნაკლებად ჩამორჩენილი“ გახდეს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს. მისივე თქმით, იგი უმცროს დასთან ერთად, მორიგი ვადით ემზადება უზენაესი სახალხო ასამბლეის (SPA) სათავეში ჩასადგომად.

"უზენაეს სახალხო ასამბლეაში" SPA-ში სულ 687 დეპუტატი აირჩიეს. სახელმწიფო სააგენტოს, KCNA-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 99.99 პროცენტი შეადგინა, რაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ საარჩევნო პროცესზე მიუთითებს.

  • KCNA-ს ცნობით, შედეგები ასახავს მოქალაქეების "მხურვალე სურვილს და თავდაჯერებულობას, საიმედოდ დაიცვან თავიანთი დიდებული სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა“.

კიმ ჩენ ინი პარტიულ სიაში არ ყოფილა, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში იგი კვლავ დაინიშნება სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ თავმჯდომარედ - ეს არის თანამდებობა, რომელსაც ის 2016 წლიდან იკავებს.

პირველი სხდომა 22 მარტს გაიმართება.

წყარო