მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული - დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც [პატრიარქს] განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საპატრიარქოსთან განაცხადა.
"მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ არა საპატრიარქოზე, რას არ ამბობდნენ პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული. ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? - არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე. ისეა თუ ასეა, ღირსეულად იმიტომ, რომ აიტანა. ამდენ ხალხს უყვარდე... იცით, რას ვფიქრობდი? კიდევ თუ უყვარდათ ვინმე ასე? რა თქმა უნდა, უყვარდათ ილია ჭავჭავაძე. მერე, ჩემს გონებაში ისიც გავიფიქრე, რომ კომუნიკაციის ამდენი საშუალება ყოფილიყო, შეიძლება უფრო გამოხატული ყოფილიყო. ახლა ისიც დაერთო, რომ კომუნიკაციის ამდენი საშუალებაა - ტელევიზია, სოციალური ქსელები.
არა მარტო საქართველოსი, არამედ სხვა არხებიც ვნახე და თითქმის ყველა აღნიშნავს მის ღვაწლს და მის მოღვაწეობას.
უპირობოდ [ერის სულიერი წინამძღვარია]. თუ ვინმე დარჩა, რომ ამას არ ხედავს, ესე იგი უგრძნობი ყოფილა. ასეთ ადამიანს არც უნდა ესაუბრო საერთოდ არაფერზე. როცა მზის დანახვა არ გინდა, ღამეს ეძებ.
არავითარი გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს ახლა ასეთი ვითარებების. იმიტომ ვიკრიბებით, რომ რაღაც აზრი ერთობლივად მივიღოთ. [უცხოეთიდან ბევრ სტუმარს] ველოდებით, რა თქმა უნდა. ჩვენც რომ არ დავუძახოთ, თავისი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, [ჩამოვლენ]. არა მარტო მართლმადიდებელი სამყაროდან, არამედ მე ვფიქრობ, ყველა კონფესიიდან იქნებიან ადამიანები.
ანდერძი არაა, როდესაც უკვე სიცოცხლეშივე თქვა? ანდერძი არაა? როგორ ფიქრობთ, თქვა ერთი და გააკეთა მეორე? ეს იყო გამოხატული მისი ნება. მე არ ვფიქრობ, რომ ანდერძში სხვა იქნებოდა. ვინ აიძულებდა? [დაკრძალვის ადგილი] შეიძლება ეწეროს. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი სახეა. უწმინდესის სახეა სამება. თუ კი იქნება ასეთი, ჩემი წინადადება იქნება, რომ სამებაში [დაკრძალონ]“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
წაიკითხეთ ასევე: