ისრაელის ძალებმა ირანის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს. ამჯერად, მათი სამიზნე ირანის დაზვერვის მინისტრი ისმაეილ ხატიბი იყო. ხატიბის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აქვეყნებს.
"ისრაელის თავდაცვის ძალებს მივეცით უფლებამოსილება, გაანადგურონ ნებისმიერი ირანელი თანამდებობის პირი დამატებითი თანხმობის გარეშე", - აცხადებს ისრაელ კაცი.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღამით ირანის დედაქალაქ თეირანში განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე ქვეყნის დაზვერვის მინისტრი, ესმაეილ ხატიბი იყო.