საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა. ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი.
მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.
შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია. მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა. მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება", - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.