ავტორი:

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ის გარდაცვალების გამო“ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ის გარდაცვალების გამო“ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია და ეს ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.