ავტორი:

ირანული მედიის ცნობით, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდეს საბადოზე ნავთობქიმიური ობიექტები დაზიანდა

ირანული მედიის ცნობით, მსოფლიოში  ბუნებრივი აირის უდიდეს საბადოზე ნავთობქიმიური ობიექტები დაზიანდა

სამხრეთ პარსის გაზის საბადოზე ირანის ნავთობქიმიური კომპლექსი საჰაერო დარტყმების შედეგად დაზარალდა, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე ხანძარია და ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები იმყოფებიან.

სამხრეთ პარსი ბუნებრივი აირის უდიდესი საბადოა მსოფლიოში, რომელზეც როგორც კატარი, ასევე ირანი ობიექტებს ამუშავებენ.