ავტორი:

ტრაგედია შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე - საბაგირო ხაზს გონდოლა მოსწყდა, დაიღუპა შიგნით მყოფი მოთხილამურე

ტრაგედია შვეიცარიის სათხილამურო  კურორტზე - საბაგირო ხაზს გონდოლა მოსწყდა, დაიღუპა შიგნით მყოფი მოთხილამურე

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას მოთხილამურეს სიცოცხლე შეეწირა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ წყდება საბაგირო ხაზს გონდოლა და მთის თოვლით დაფარულ ფერდობზე გორდება.

ინციდენტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, რომლებმაც უბედური შემთხვევის ამსახველი კადრების გადაღება მოახერხეს.

ერთ-ერთ ფოტოზე კარგად ჩანს ფორმადაკარგული საბაგიროს კაბინა, სხვა სურათზე სამაშველო ოპერაციაა ასახული, რომლის დროსაც საგანგებო დახმარების თანამშრომლებს ადამიანი გადაჰყავთ.

ინციდენტი ცენტრალურ ენგელბერგში, ობვალდენის კანტონის სოფელში მოხდა. ადგილზე სასწრაფოდ იქნა გაგზავნილი სამაშველო ვერტმფრენი, თუმცა საუბედუროდ დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბაგირო კაბინა ზედმეტად სწრაფად მიუახლოვდა სადგურს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 9,000 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს, და ძლიერ ქართან ერთად , სწორედ ეს გახდა საბედისწერო შემთხვევის მიზეზი.

წყარო