დასავლეთიდან წამოსული სიცხის ტალღის ფონზე ნებრასკაში კვლავ ტყის ხანძრები მძვინვარებს.

დაბალი ტენიანობისა და ძლიერი ქარის ფონზე, რომლის სიჩქარე 61 მილი/საათამდე აღწევდა, ხანძრები უკვე გასული კვირიდან მძვინვარებს.

კვირის დასაწყისში, დასავლეთ ნებრასკაში ხანძართან ბრძოლას ქარის დროებითი შესუსტება დაეხმარა, თუმცა ამინდის სამსახურის ცნობით, “წითელი დონის განგაში“ რაც ხანძრის გაზრდილ რისკს ნიშნავს, ოთხშაბათს დილის საათებიდან კვლავ გამოცხადდა და ოთხ დღეს გასტანს.


ოპერაციის შტაბის ინფორმაციით ,ხანძრის ყველაზე დიდი კერა მორილიში დაფიქსირდა, სადაც სტიქია უკვე 600,000 აკრზე გავრცელდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. კოტონვუდის ხანძარმა უკვე 31,259 აკრი გაანადგურა, ნებრასკის ეროვნულ ტყეში 35,386 აკრზე გავრცელებული ხანძარი სამშაბათს ნაწილობრივ კონტროლს დაექვემდებარა, მაგრამ მომდევნო დღეს კვლავ გააქტიურდა.
“ანდერსონის ხიდის ხანძარმა“ , რომელიც 12 მარტს სემუელ რ. მაკელვის ეროვნულ ტყეში გაჩნდა, 17,400 აკრი გადაწვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნახველებისთვის ტყე სრულიად გადაიკეტა.

ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში ნებრასკისა და აიოვას ეროვნული გვარდია, ფედერალური უწყებები და 700-ზე მეტი მეხანძრე არიან ჩართული.