ავტორი:

აშშ-ის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მახლობლად განლაგებული ირანული სარაკეტო ობიექტები გაანადგურა - მასშტაბური იერიშის დეტალები

აშშ-ის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მახლობლად განლაგებული ირანული სარაკეტო ობიექტები გაანადგურა - მასშტაბური იერიშის დეტალები

აშშ- ს შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სარაკეტო ობიექტებზე მძლავრი ბუნკერსაწინაარმდეგო ბომბებით მასიური იერიში მიიტანეს.

ორ-ნახევარ ტონიანი ბომბების სერიით განხორციელებული დარტყმა თეირანის მიერ, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ნავთობის მარშრუტზე დაწესებული ბლოკადის მოხსნის მცდელობას წარმოადგენს. დარტყმების მიზანს ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჰორმუზის სრუტის მახლობლად, რკინაბეტონის ბუნკერებში ჩამალული ფრთოსანი რაკეტების განადგურება წარმოადგენდა.

თავდასხმაში დაუზუსტებელი რაოდენობის 5,000 ფუნტიანი GBU-72 ტიპის მაღალი სიზუსტის მქონე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები იქნა გამოყენებული.

მსგავსი ტიპის ბომბი მიწასა და ბეტონში ასობით ფუტის სიღრმეში აღწევს, შემდეგ კი მისი ასაფეთქებელი მუხტის დეტონაცია ხდება.

როგორც წესი, ამ ტიპის ბომბების გადასატანად B-1 სტელს ბომბდამშენები ან F-15E ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენები გამოიყენება.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დარტყმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა რომ “არაერთი 5,000-ფუნტიანი ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებით განადგურდა ჰორმუზის სრუტის მახლობლად განლაგებული ის გამაგრებულ ირანული სარაკეტო ობიექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა სრუტეში საერთაშორისო გადაზიდვებს“

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი თაობის ის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა, რომელიც არმიის შეიარაღებაში 2021 წლიდან გამოჩნდა.

წყარო