“ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციებს,“ - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებაშია ნათქვამი.
“ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ თავის ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ ანგარიშის რეკომენდაციებს. უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მოხსნან ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, და გაიწვიონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია).
იხილეთ ასევე: