ბოლო 12 საათში ირანმა კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტს ორჯერ დაარტყა. როგორც ირანში განაცხადეს, ეს იერიშები ისრაელის მიერ სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე განხორციელებული დარტყმის პასუხი იყო.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ "ირანის სასტიკმა აგრესიამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და აუცილებელია რეგიონში სიტუაციის დეესკალაცია "რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად“.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ირანის სასტიკმა თავდასხმებმა რეგიონის ქვეყნებზე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მიზანში ამოღებით. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს კატარის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას მოძმე ერების მიმართ და მხარდაჭერას ყველა იმ ზომის მიმართ, რომელსაც ისინი იღებენ მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, რას ლაფანის ენერგეტიკულ ობიექტზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Qatar Energy განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანზე ირანის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა „მნიშვნელოვანი ზიანი“ გამოიწვია.