ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ მოშავ-ადანიმში სარაკეტო იერიშის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი უცხოელი მუშა იყო და პარამედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.
ამასთან, ირანის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროს ბეით-ავას რაიონში მდებარე სილამაზის სალონს რაკეტების ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც, “პალესტინის წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ამასთან ისრაელის განცხადებით, მათ ირანიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტა მოიგერიეს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The ballistic missile launched from Iran at central Israel a short while ago carried a cluster bomb warhead, footage shows. <a href="https://t.co/JZyoq7AivU">pic.twitter.com/JZyoq7AivU</a></p>— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) <a href="https://twitter.com/manniefabian/status/2034384122924216666?ref_src=twsrc%5Etfw">March 18, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მაცხოვრებლებმა კი მიიღეს შეტყობინებები, რომ თავშესაფარში გადავიდნენ.
იხილეთ ასევე: