თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს”, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
როგორც წერილშია აღნიშნული, დიდია უწმინდესობის ილია II-ის მიერ, კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ ღვაწლი კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.
„დიდი მწუხარებით მივიღეთ გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია.
ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია II-ის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას.
ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა,”- აღნიშნულია წერილში.

როგორც ალენ სიმონიანი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია II- ე იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან.
ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.
მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი,”- ნათქვამია წერილში.
იხილეთ ასევე: