ავტორი:

"საოცარი იყო, რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო. ეს იყო ნეტარების დღე..." - როგორ იხსენებდა შერონ სტოუნი ილია მეორესთან სტუმრობას?

"საოცარი იყო, რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო. ეს იყო ნეტარების დღე..." - როგორ იხსენებდა შერონ სტოუნი ილია მეორესთან სტუმრობას?

2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა. ეს ამბავი ყველას კარგად გვახსოვს, რადგან საქართველოსთვის ჰოლივუდის ვარსკვლავის სტუმრობა ისეთივე დიდი მოვლენა იყო, როგორიც 1988 წელს მარჩელო მასტროიანისა, მანამდე კი (1987 წელს) რობერტ დენიროსი. ვიზიტის დროს ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

პატრიარქმა სტუმართან ხელოვნებაზე ისაუბრა და საკუთარი ნაწარმოებები "ავე მარია" და "სანქტუსი" მოასმენინა, რა დროსაც სტუმარი ატირდა, რისი ამსახველი ფოტოც არსებობს.

გარდა ამისა, ილია მეორემ ჰოლივუდის ვარსკვლავს მის მიერვე დაწერილი ხატები დაათვალიერებინა. ჰოლივუდის ვარსკვლავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

  • 7 წლის შემდეგ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ნინო წიფურიამ მეგა ვარსკვლავთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც კითხვაზე - 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? - უპასუხა:

"ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი), სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება...

გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო. მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ". წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად