ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა“ ავრცელებს.
ლუკაშენკომ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კოულთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავდა.

"ორმხრივ საკითხებს განვიხილავთ, საელჩოების ნორმალური მუშაობიდან დაწყებული ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დამთავრებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მსგავსი სასამართლო მუხლები არ არსებობს. ასევე, ეკონომიკური საკითხები და სანქციები. რუსეთისა და ჩინეთის საკითხი არ განიხილება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, გასულ წელს ლუკაშენკოსა და კოულს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ლუკაშენკომ ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, ხოლო აშშ-მა ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-სა და ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.