გასული წლის ნოემბერში ავსტრიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 32 წლის ინფლუენსერი სტეფანი ჰიპერია.



გამოძიება დაიწყო და სამართალდამცველებმა სწრაფად დააკავეს ინფლუენსერის ყოფილი შეყვარებული, 31 წლის მამაკაცი პატრიკ მ.

დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, რამდენიმე დღეში, პოლიციამ ავსტრიის მეზობელი ქვეყნის, სლოვენიის ტყეში მიაგნო ადგილს, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იყო დამალული.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული დანაშაულს ნანობს. "ჩემი კლიენტი სრულიად განადგურებულია; ის ნანობს ჩადენილ დანაშაულს. არ ესმის, როგორ შეეძლო იმ ქალის მოკვლა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა“, – განაცხადა მან გამოცემა "The Sun“-თან საუბრისას.
გამოძიება გრძელდება, ხოლო ბრალდებულის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.