ფოტოები სამებიდან, სადაც საქართველოს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ფოტოები სამებიდან, სადაც საქართველოს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

  • პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისულთა რიგი არ წყდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

გთავაზობთ ფოტოებს სამების საკათედრო ტაძრიდან:

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

იხილეთ ასევე: