ავტორი:

პენიტენციურ სამსახურში პასუხობენ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებასთან დაკავშირებით

პენიტენციურ სამსახურში პასუხობენ, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრებასთან დაკავშირებით

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, რომ პატრიარქ ილია მეორეს გასვენებაში მიიყვანონ, „კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“.

"ინტერპრესნიუსს" პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ მათ ადვოკატის მოთხოვნა მიიღეს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება“, - განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ითხოვა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გასვენებაში მიიყვანონ.

"ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“,-დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

წაიკითხეთ ასევე: