ავტორი:

პატრიარქს ნათლულები ემშვიდობებიან - პატარების "ზღვა" ნაკადი, თეთრი ვარდით ხელში: ფოტოები სამებიდან

პატრიარქს ნათლულები ემშვიდობებიან - პატარების "ზღვა" ნაკადი, თეთრი ვარდით ხელში: ფოტოები სამებიდან

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ.

  • მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებიან. ნათლულებს სიმბოლურად ხელში თეთრი ვარდები უჭირავთ.

ნათლულები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პატრიარქი ჩემი ნათლიაა. საქართველოსთვის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბევრი იბრძოლა. სულ ჩვენთვის ლოცულობდა და იმიერშიც სულ ჩვენთვის ილოცებს“, - განაცხადა პატრიარქის ერთ-ერთმა ნათლულმა.

ინფორმაციისთვის, პატრიარქის ინიციატივით პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ამ დროისთვის, კათოლიკოს-პატრიარ ილია მეორეს 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი