ავტორი:

"მინდა გითხრათ, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტების წარმოება უკვე აღარ შეუძლია... აქვე მსურს უარვყო ერთი ყალბი ამბავი" - ნეთანიაჰუ

"მინდა გითხრათ, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტების წარმოება უკვე აღარ შეუძლია... აქვე მსურს უარვყო ერთი ყალბი ამბავი" - ნეთანიაჰუ

ირანში ოპერაციაში იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, ერთად ვიმუშავებთ და ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ და ისრაელი ირანში ერთად მოქმედებენ დიდი მონდომებით.

  • მისი თქმით, ისრაელს სამ მიზანი აქვს: ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღმოფხვრა და ირანელი ხალხისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად პირობების შექმნა.

ნეთანიაჰუს თქმით, სურს უარყოს კიდევ ერთი „ყალბი ამბავი“ - რომ ისრაელმა აშშ ირანთან კონფლიქტში ჩაითრია.

"ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით, რა!“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა მიაჩნია ამერიკისთვის სასიკეთოდ“.

"არავინ შემიყვანია შეცდომაში. არ მჭირდებოდა პრეზიდენტი ტრამპის დარწმუნება, რომ საჭიროა ხელი შევუშალოთ ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში, მის მიწისქვეშ გადატანასა და შეერთებული შტატებისკენ ბირთვული რაკეტების გაშვებაში. მან ეს ესმოდა. მან ამიხსნა. მე არ ამიხსნია. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ერთადერთი გზაა ამ კატასტროფული განვითარების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, გაანადგურეს ირანის რაკეტები და ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ახლა კი ანადგურებენ ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ კომპონენტებს ამ რაკეტების დასამზადებლად და იმ ბირთვული იარაღის დასამზადებლად, რომლის წარმოებასაც ირანი ცდილობს.

ამასთან ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ისრაელი ირანელი ლიდერების მიზანში ამოღებას გააგრძელებს.

"არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეცვლის მათ - ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში ცვლილებები ძალიან ხანმოკლე იყოს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელი მუშაობს იმისთვის, რომ ირანელებისთვის რეჟიმის შეცვლის პირობები შექმნას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისლამური რესპუბლიკის დამხობა ირანელ ხალხზეა დამოკიდებული.

„დიახ, რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. გარანტირებულია ეს? არა და საბოლოოდ, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ის პირობები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით რეჟიმის დასუსტების მიზნით“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

წაიკითხეთ ასევე: