არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ბაჰრეინის ინფორმაციით, მათ ტერიტორიებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გრძელდება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ქუვეითმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შედეგად მოსალოდნელ აფეთქებების ხმებზე და მათ უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდა.
სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა "ირანის აგრესიის“ შედეგი იყო და რომ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა საწყობში ხანძარი გამოიწვია.