ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.
Hrana-ს ცნობით, დაღუპულთაგან 1 394 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, სულ მცირე, 210 ბავშვია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 1 153 სამხედრო მოსამსახურე, 639 დაღუპულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, კი, ჯერჯერობით, უცნობია.