ავტორი:

ასობით მოქალაქე მთელი ღამე რიგში იდგა, რომ პატრიარქს გამომშვიდობებოდა - ხალხის ნაკადი არ წყდება დილიდან სამების ტაძარში (ფოტოები)

ასობით მოქალაქე მთელი ღამე რიგში იდგა, რომ პატრიარქს გამომშვიდობებოდა - ხალხის ნაკადი არ წყდება დილიდან სამების ტაძარში (ფოტოები)
  • ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ.

  • სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

გთავაზობთ ფოტოებს სამების საკათედრო ტაძრიდან: