ავტორი:

"ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები" - ჯარისკაცებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

"ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები" - ჯარისკაცებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

  • როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები.

"საქართველოს თავდაცვის ძალებმა პატივი მიაგეს ჩვენს უწმინდესს. ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები.... უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის. ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელ სამყაროს.

რაც შეეხება ჯარის ჩართულობას, თავდაცვის ძალების ჩართულობა მაქსიმალურად იქნება, როგორც ჩვენი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს“,- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

წაიკითხეთ ასევე: