FBI აშშ-ის კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯო კენტის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. გავრცელებული ცნობებით, მას საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას ედავებიან.
სამშაბათს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას კენტმა აღნიშნა, რომ "სინდისი არ აძლევს უფლებას, მხარი დაუჭიროს ირანთან ომს“, რომელიც, მისი შეფასებით, "არავითარ გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნის“ შეერთებულ შტატებს. აღნიშნული განცხადება თეთრმა სახლმა კატეგორიულად უარყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან არსებული საფრთხეები სერიოზულია.
კენტი პირველი მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკია, რომელმაც ადმინისტრაცია ირანთან კონფლიქტის გამო დატოვა.
კენტის გადადგომიდან მალევე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ტეილორ ბუდოვიჩმა, განაცხადა, რომ კენტი "ხშირად იყო შემჩნეული ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაჟონვაში“. ბუდოვიჩს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ შემთხვევებს გულისხმობდა.
მედიის ცნობით, კენტი დიდი ხანია კრიტიკის ობიექტია ანტისემიტური და ანტი ისრაელური შეხედულებების გავრცელების ბრალდებების გამო.