ავტორი:

რა წერია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის წერილში, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს გაუგზავნა?

რა წერია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის წერილში, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს გაუგზავნა?

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს უსაფრთხოება უნდა წაართვან.

  • The Times of Israel-ის ცნობით, ხამენეი ამის შესახებ საუბრობს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც ისრაელის მიერ ლიკვიდირებული დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს პრეზიდენტს.

აიათოლა აცხადებს, რომ სამინისტრომ ესმაილ ხატიბის ლიკვიდირებას ირანის „შიდა და გარე მტრების“ უსაფრთხოების ხელყოფით უნდა უპასუხოს.

ხამენეი, რომელმაც მამამისი, 86 წლის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეცვალა, უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ალი ხამენეი ომის პირველ დღეს, 28 თებერვალს, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მოჯტაბა ხამენეი დაჭრილია.