აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი ალი მოჰამედ ნაინი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ისრაელს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ნაინის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო ტელევიზიით მისი განცხადება გავრცელდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს რაკეტების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვს და აღნიშნა : „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ომის დროსაც კი ვაწარმოოთ რაკეტები.“