ავტორი:

გიული ალასანიამ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

გიული ალასანიამ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, პატრიარქ ილია მეორეს სამძიმარზე იმყოფებოდა. მან პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ.

სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.