ავტორი:

უკრაინელებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა FPV (პირველი პირის ხედვის) დრონის გამოყენებით რუსული "კა-52“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს და მას ცეცხლი უკიდია.

ინტერნეტში ასევე ქვეყნდება ვიდეოები, სადაც ჩანს ჩამოგდებული ვერტმფრენის დაწვის პროცესი ჩანს.

Defense Express-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს FPV-დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების პირველი დადასტურებული შემთხვევაა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების მეორე ცნობილი შემთხვევაა.