საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ.
სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.