უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა FPV (პირველი პირის ხედვის) დრონის გამოყენებით რუსული Ka-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ეკიპაჟი კი გაანადგურეს ევაკუაციის მცდელობისას, - ამის შესახებ "ტელეგრამზე“ განაცხადა უპილოტო სისტემების ძალების (СБС) მეთაურმა რობერტ (მადიარ) ბროვდიმ.
"მტრის Ka-52 და ეკიპაჟი, რომელიც ევაკუაციას ცდილობდა, განადგურდა დონეცკის ოლქში“, - წერს ის.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ვერტმფრენი ოპტიკურ-ბოჭკოვანი FPV-დრონით ჩამოაგდეს 59-ე ბრიგადის უპილოტო სისტემების ძალების 1-ლი ბატალიონის წარმომადგენლებმა.
"იძულებითი დაშვების შემდეგ ვერტმფრენის ეკიპაჟმა გადარჩენა სცადა. მტრის პილოტების "დასახმარებლად" მივიდნენ 414-ე ბრიგადის 1-ლი ბატალიონის დრონები და დაასრულეს მათი "მოგზაურობა", - აღნიშნავს ბროვდი. მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს და მას ცეცხლი ახლაც უკიდია.
მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია მტრის ვერტმფრენისა და ეკიპაჟის განადგურება.
Defense Express-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს FPV-დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების პირველი დადასტურებული შემთხვევაა და რუსეთ-უკრაინის ომის დროს დრონით ვერტმფრენის ჩამოგდების მეორე ცნობილი შემთხვევაა.