2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 19.7%-ით გაიზარდა.
"ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში 1 315 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 22.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი 12.8%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (24.4%), ისე მეორეულ (21.4%) ბაზრებზე.
ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებში უცხოელების წილმა ქართველი მყიდველების წილს გადაუსწრო.
"ბათუმში 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე მოხდა. მათმა წილმა მეორეულ ბაზარზე 50% შეადგინა. გააგრძელეთ კითხვა