ავტორი:

"რასაც ამბობდა, ბევრი რამ ხდებოდა..." - რას იხსენებს მარიამ ხაჭვანი უშგულელ გენიოს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძეზე?

"რასაც ამბობდა, ბევრი რამ ხდებოდა..." - რას იხსენებს მარიამ ხაჭვანი უშგულელ გენიოს მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძეზე?

ყველა ადამიანი ჩვენში რაღაც კვალს ტოვებს, გამორჩეული ადამიანები კი გამორჩეულ შთაბეჭდილებას ახდენენ. რეჟისორ მარიამ ხაჭვანისთვის ასეთი პიროვნება მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე იყო. ხოლო მასზე, როგორც რეჟისორზე, უდიდესი გავლენა მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედებამ მოახდინა.

  • ფრიდონ ნიჟარაძე

- უშგულელი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე ჩემი ბიძა გახლდათ, ის საერთოდ არავის ჰგავდა, თავისუფალი იყო, თითქოს სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში ცხოვრობდა. მასთან ყოფნა მომწონდა, რადგან თავისი მსოფლმხედველობით ჩემთვის უზომოდ საინტერესო იყო. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან უშუალო, უბრალოებით გამორჩეული ადამიანი იყო, იუმორიც კი განსხვავებული ჰქონდა. მისი ქცევებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ყველა ვერ უგებდა, ვიღაცისთვის გენიოსი იყო, ვიღაც გიჟსაც ეძახდა, რაც მასა და საზოგადოებას შორის თითქოს დისტანციასაც აჩენდა. ხომ ამბობენ, მთებშიაო თავისუფლება, მე შემიძლია გითხრათ, რომ ფრიდონში იყო ნამდვილი თავისუფლება. ყოველგვარი კომპლექსებისგან, კლიშეებისგან შორს იდგა. ის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტებისთვის ყოველთვის სასურველი რესპონდენტი იყო. ხშირად მეც კი მირეკავდნენ, დაკავშირებაში რომ დავხმარებოდი. ფრიდონი ინტერვიუებს თანხმდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა უარს ამბობდა, უმეტესად ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ზოგჯერ ჟურნალისტებს გადაღების დროს მეც მივყვებოდი, ჩაწერას ვესწრებოდი. შეკითხვებს რომ უსვამდნენ, ზუსტად ვიცოდი, რომელ შეკითხვას აირიდებდა, სულ სხვა თემაზე გადაიტანდა საუბარს და თან ჟურნალისტის სახეს აკვირდებოდა...

ახლა ვფიქრობ, რომ მას ადამიანების რეაქციები, მიმიკები აინტერესებდა, დაკვირვება უყვარდა. ამ სიტუაციასაც ხელოვნურად ქმნიდა, ხშირად ისეთ რამეზე იწყებდა ლაპარაკს, შეიძლება 90%-ს ვერც გაეგო, რაზე საუბრობდა და როცა ამ დროს მაინც თავს უქნევდნენ, ეს რაღაცაში სჭირდებოდა... ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული კაცი იყო, განსაკუთრებით მათთან ლაპარაკი სიამოვნებდა, ვინც მართლა ინტერესით უსმენდა და მის ნათქვამს იგებდა. მისი ნახატების დასათვალიერებლად რომ მიდიოდი, გრძნობდა, რამდენად გულწრფელი იყო მისი შემოქმედებისადმი შენი ინტერესი. იმ ადამიანებთან, ვისაც მისი არ ესმოდა, ენერგიას ზედმეტად არ ხარჯავდა... გააგრძელეთ კითხვა