ავტორი:

გიორგი მიქაუტაძემ "რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძემ "რეალ სოსიედადის" კარში გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში "ვილიარეალმა“ სახლში „სოსიედადს“ 3:1 მოუგო.

მასპინძლები მე-7 წუთზე ჟერარ მორენომ დააწინაურა, მე-15 წუთზე მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ დალაშქრა, 23-ეზე კი ქართველის პასით პეპემ გაიტანა.

  • მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს. მერე გიორგის დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და 89-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგის ბოლო 4 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი - მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

„ვილიარეალი“ 58 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 6 აპრილს „ჟირონას“ ესტუმრება.

sportall.ge