რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ირანელ ხალხს „მძიმე განსაცდელის ღირსეულად დაძლევა“ უსურვა.
„ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.