22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში, ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ.
მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.
წაიკითხეთ ასევე: