ბელარუსიდან მოდის ეგზარქოსი და ის უხელმძღვანელებს რუსეთის ეკლესიის დელეგაციას, ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს ამ მსახურებაში. ამ ეკლესიის ერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი დელეგაცია იქნება - 80 ადამიანი,- ამის შესახებ რუსეთში წმინდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე კრიჩეტოვმა განაცხადა.
"ჩემთან ერთად დღეს ჩამოვიდა ჩემი მღვდელმსახური მამა მირონი და წმინდა გიორგის ეკლესიის წევრები რუსეთიდან. მე ვარ ქართული ეკლესიის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. ერთობა უნდა იყოს, მშვიდობა და ყველაფერი კარგი“,- განაცხადა დეკანოზმა.
წაიკითხეთ ასევე: