ისრაელის სამხრეთით, ქალაქებში - დიმონასა და არადში ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და მათ შორის, 11-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Footage shows the moment an Iranian ballistic missile struck the southern city of Dimona this evening. <a href="https://t.co/fCYwtgAj5x">pic.twitter.com/fCYwtgAj5x</a></p>— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) <a href="https://twitter.com/manniefabian/status/2035402117649764396?ref_src=twsrc%5Etfw">March 21, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
დარტყმების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, პირობა დადეს, რომ გააგრძელებდნენ ბრძოლას ისრაელის მტრებთან "ყველა ფრონტზე“.
ირანის სახელმწიფო მედიის განცხადებით, დარტყმები მიმართული იყო ისრაელის ბირთვული კვლევის ობიექტისკენ, რომელიც დიმონიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ხოლო არადიდან 30 კილომეტრში. მათი განცხადებით, ეს იყო პასუხი ირანის ნათანზის ურანის გამდიდრების ობიექტზე აშშ-ის მიერ მიტანილი იერიშისთვის. ირანმა ამ თავდასხმაში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყვეს კავშირი.