სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? - ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს, კახიო...
ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება. ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო.
თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო. ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ვხედავ, უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდ და იმას უნდა გავატანოთო... ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო... განაგრძეთ კითხვა